ღვინის კომპანია ,,ჯი-ვი-ეს“-მა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კომპანიის წარმომადგენლები, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, 14 მარტს თესაუს სტუდენტებს შეხვდნენ და პროექტის პირობები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება: სივების შერჩევა და გასაუბრება. გამარჯვებულ 5-6 სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ღვინის კომპანია ,,ჯი-ვი-ეს“-ის საპილოტე სკოლაში 6 თვიანი კურსი, ღვინის ტექნოლოგიის და მევენახეობის მიმართულებით, გაიაროს.
სწავლა, როგორც თეორიას, ასევე, პრაქტიკას და ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს. საუკეთესო სტუდენტები კი, კომპანიაში დასაქმედებიან.