1 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით გულუამ, პროექტის-,,კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში“-პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 15-19 აპრილს, დავით აღმაშენებლის სახელობის გორის ეროვნული თავდაცვის აკადემია სეზონურ სკოლას უმასპინძლებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსმენელები საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ წარმართულ სასწავლო ღონისძიებებზე ინფორმაციას თანამედროვე ციფრულ საინფორმაციო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ მიიღებენ, როგორც გლობალური, ასევე, ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის მონაწილეები, კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, აღნიშნული სფეროს კვლევის მეთოდების შესახებაც მნიშვნელოვან ცოდნას დაეუფლებიან.
სეზონური სკოლის სამუშაო ენა ქართული იქნება. პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.