იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,წითელას“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

19 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   ,,წითელას“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

   საზოგადოებრივი ჯანდაცვის თელავის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა, მაია ჯღუთაშვილმა,  ცენტრის რეგიონულმა კოორდინატორმა, ნელი ხიზანიშვილმა და სხვა წარმომადგენლებმა თესაუს თანამშრომლებს ინფორმაცია მწვავე ვირუსული დაავადების შესახებ მიაწოდეს.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და  საუბარი ,,წითელას“ სიმპტომებს, შესაძლო გართულებებს და პრევენციას შეეხო. მაია ჯღუთაშვილის თქმით, აღნიშნული ინფექციისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

 როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თელავის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ,,წითელა“-,,წითურა“-,,ყბაყურას“ წინააღმდეგ აცრა უფასოა და  პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4420
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.