იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
როლანდ ბურდიაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

7 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტის აგრარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე, გაიმართა
ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის სადოქტორო  პროგრამის დოქტორანტ როლანდ ბურდიაშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა.
  დისერტაციის  თემაა  ,,ნაფარეულში მოყვანილი შარდონეს ახალი ტექნოლოგიური
შესაძლებლობები" (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნინო ვეფხიშვილი და მზია ღაღოლიშვილი).

   კვლევის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონის ნაფარეულის მევენახეობის ზონაში კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ კუთვნილ ტერიტორიაზე გაშენებული პოპულარული ფრანგული თეთრი ყურძნის ჯიშის შარდონეს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობის გამოვლენა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4342
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.