იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მზია თოდუა თესაუს სტუდენტებს შეხვდა

6 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, მზია თოდუამ,  შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან გამართა, რომლებიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
    თესაუს სტუდენტების ვიზიტს უზენაეს სასამართლოში ორგანიზება  სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა კვაჭაძემ გაუწია, რომელიც უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობს და თელავის უნივერსიტეტის პროფესორია.
    მზია თოდუამ  სასამართლო სისტემის სტრუქტურის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, პალატების საქმიანობის, ზოგადად, მართლმსაჯულების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება  იურისტის კვალიფიკაციისა და განათლების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამართლის ნორმების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა . მზია თოდუამ, ასევე,  მის მიერ, როგორც იურუსტის და შემდგომ მოსამართლის, განვლილ გზაზე და საკუთარი პროფესიულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

    სტუდენტები  მოსამართლის პროფესისის არჩევის, მოსამართლის თანაშემწისა და მწერალი თანაშემწის პროფესიისადმი პროფესიული მოთხოვნების დეტალებით დაინტერესდნენ.
   შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს, უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის შესახებ,  სამახსოვრო ვიდეო-ბუკლეტები დაურიგდათ.

  თესაუს  სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსამართლე მზია თოდუა თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციისა ჩასატარებლად მიიწვიეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4903
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.