იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევა“-ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

21 იანვარს,  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში,  ღონისძიება - ,,სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევა“-გაიმართა.   შეხვედრაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტი- ,,თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“-წარადგინა.

      პროექტის ხელმძღვანელმა და პრეზენტაციის ავტორმა, კავკასიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილიმა   ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლის, დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემების შესახებ ისაუბრა.

    ღონისძიების მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებო  დაწესებულების  წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შესაძლო დაგეგმვა-განხორციელება და  საზოგადოებაში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაცია.

  პრეზენტაციების საფუძველზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ელექტრონულ ჟურნალს შეადგენ, სადაც ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იქნება განთავსებული


 
მნახველთა რაოდენობა: 3750
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'