21 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდული ალიანსი ,,აისის" საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი, სახელწოდებით, - „Young Entrepreneurs For Community Growth” -ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის მხარდაჭერით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. პროექტში ახალგაზრდები ევროპის 6 სხვადასხვა ქვეყნიდან (იტალია, ესპანეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი) ჩაერთვებიან.
ტრენინგ/პროექტის მონაწილეებს ევროკავშირის საერთაშორისოსერთიფიკატები გადაეცემათ.