იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამების და პროექტების ხელშეწყობა.
მემორანდუმი მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, რეკომენდაციების შემუშავებას და საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
საქართველოს წითელის ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, მემორანდუმს ხელი 14 იანვარს, თესაუში, მოაწერეს.