იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა 11 იანვარს, თესაუს მცირე სცენაზე, გუგა ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი -,,ჭინჭრაქა“- წარმოადგინა.
კომედია - ზღაპარში სტუდენტებმა ჯადოსნური სამყარო გააცოცხლეს, რომელშიც, მაგიური ნივთების წყალობით, ჭინჭრაქა და მზეთუნახავი ბოროტ დევს და მის გამზრდელ ქოსას ამარცხებენ.
თესაუს თეატრალურ დასს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ლალი გულიაშვილი და ნონა ხუმარაშვილი ხელმძღვანელობენ.
წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.