11–13 დეკემბერს, USAID/WMTR II პროგრამის ფარგლებში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ზამთრის სკოლა- „გარემოს გულისთვის“- გაიმართა. პროექტში, რომელსაც CENN ახორციელებს, აჭარის, შიდა ქართლის და კახეთის უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათი ინტერესის სფერო გარემოსდაცვითი საკითხები იყო.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა 2 დღის განმავლობაში ტრენინგი ნარჩენების მართვის თემებზე გაიარეს და პრეზენტაციის მომზადების და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევები შეისწავლეს. ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.
2019 წლის თებერვლიდან, USAID/WMTR II პროგრამასთან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილე თესაუს სტუდენტები, კახეთის 6–12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, სემინარებს ჩაატარებენ.