იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ალექსანდრე ჩალათაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

   25 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,   სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის - ,,ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია“ - დოქტორანტის,  ალექსანდრე ჩალათაშვილის, სადოქტორო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა.

   კვლევის თემაა-  ,,სადესერტო ლიქიორების წარმოება საქართველოში, გავრცელებული სამკურნალო მცენარეების გამოყენებით“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ხოსიტაშვილი).

   სადისერტაციო ნაშრომის მიზანია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი ზოგიერთი მცენარის გამოკვლევა, ზაფრანასა და ქონდარში  შემავალი კაროტინოიდური ბუნების გლიკოზიდ პროტოკროცინისა და მისი დაშლის შედეგად, მიღებული ნივთიერებების მიღება და გამოყენება სადესერტო ლიქიორის წარმოებაში.

  ალექსანდრე ჩალათაშვილს სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4509
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.