20 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში, სამეცნიერო პროექტის-,,ინდოევროპულ ენათა აქტუალური ტენდენციები და პერსპექტივები გლობალურ მსოფლიოში“-ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის თემა იყო-,,იდიომები ინდოევროპულ ენებში“. პროფესორებმა მოხსენებები ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებში ჩატარებული კვლევების შესახებ წარადგინეს.
კონფერენცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება. ცნობილია მომავალი წლის კონფერენციის თემა: ,,თარგმანი ციფრულ საუკუნეში“.