იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ირმა შიოშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

21 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე, მეორე ვადით, 4 წლით, ირმა შიოშვილი აირჩია.

  აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს ერთი კანდიდატი, მოქმედი რექტორი, იყრიდა. მან არჩევნებამდე  კოლეგებს და აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და უნივერსიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.

    რექტორის  არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა მიიღო და   ყველა მათგანმა ხმა ირმა შიოშვილს მისცა.


 
მნახველთა რაოდენობა: 4397
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.