13 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს სტუდენტების შემოქმედებითმა ჯგუფმა ლიტერატურულ - დრამატული კომპოზიცია - ,, გალაკტიონი"- გამართა.
სტუდენტებმა სცენაზე ცნობილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, შემოქმედების და ცხოვრების გზის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს.
პროექტის ხელმძღვანელია თესაუს კულტურის კოორდინატორი, სტუდენტების შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელი მანანა შიოშვილი, სცენარის ავტორი და რეჟისორი- თემურ ხუნაშვილი.
წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.