საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა დაუმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი.
კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია, 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე, შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოვებაც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.
კონკურსის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
ვალერი ტეტუნაშვილი: vtetunashvili@parliament.ge
მობ: 595107373
და
ნატალი თავაძე: ntavadze@parliament.ge
მობ: 593920099