იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ ბადმინტონელთა ნაკრებმა საქართველოს პირველობაზე წარმატება მოიპოვა.
1-2 დეკემბერს, გია ენუქიძის თასის გათამაშებაში, ერთეულთა თანრიგში -16, ხოლო წყვილთა თანრიგში 12 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერთეულთა თანრიგში პირველი საპატიო ადგილი უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ვანო დვალმა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი, გიგა გიგაური გახდა. წყვილთა თანრიგში კი, მეორე ადგილი ვანო დვალისა და გიგა გიგაურის წყვილმა მოიპოვა.