გიორგი ალხანაიძის ლუდსახარშმა 6 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტებს უმასპინძლა.
ბიზნესმენმა სტუდენტებს საწარმოს მუშაობის პრინციპი, აღჭურვილობა, ლუდის წარმოებაში გამოყენებული ნედლეული, უახლესი ტექნოლოგიები და ლუდის წარმოების ტექნოქიმიური კონტროლის მექანიზმები გააცნო. გაიმართა დისკუსია, რომელიც ლუდის დეგუსტაციით დასრულდა.
შეხვედრა სალექციო კურსის- „ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ტექნოქიმიური კონტროლის“- ფარგლებში გაიმართა, რომლის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორის ლალი ელანიძეა.