იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2019-2020 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამები

10 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნგრეთის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ, ანიკო ფარკაშიმ, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) წარმომადგენლებთან ერთად, უნგრეთის 2019-2020 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

    უნგრეთის მთავრობის სტიპენდია- “Stipendium Hungaricum”- 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ დაარსდა. პროგრამაში ამჟამად, ოთხი კონტინენტის მასშტაბით, 50-ზე მეტი  პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

    პროექტის პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

    სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის და ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურის   საქართველოს 80 სტუდენტის   სწავლის დაფინანსებას.

      განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7571
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.