იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა თესაუში

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი,  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები 6 დეკემბერს , თესაუში, „თელავის  მუნიციპალიტეტის  2019 წლის  ბიუჯეტის“  საჯარო განხილვას  დაესწრნენ.

   შეხვედრაზე  საუბარი ბიუჯეტის  ძირითად მიმართულებებს, თელავში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლების, სოციალური,   ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებზე განაწილებულ თანხებს შეეხო.

     პროექტის მიხედვით,   თელავის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტმა სულ 21, 469,350 ლარი შეადგინა, თუმცა როგორც  აღინიშნა, აღნიშნული თანხა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის 30 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

    შეხვედრის  მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინეს.

   საჯარო განხილვას  ,,ენ-დი-აი“-ს, არასამთავრობიო  ორგანიზაციების და საზოგადოების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4404
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.