,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 5 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-12 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
წარმოდგენილ კვლევაში საუბარია, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 2000-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესების და სამართალწარმოების პროცესების მონიტორინგის დროს გამოკვეთილ ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრეს.
საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა, მერაბ ქართველიშვილმა და სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორმა, გიორგი ეუაშვილმა, ყურადღება იმ რეკომენდაციებზეც გაამახვილეს, რომლითაც საიამ პროკურატურას და სასამართლოებს მიმართა.
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ წარმომადგენლებმა თესაუს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.