ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოს ყოფილმა ელჩებმა, დავით აფციაურმა და კოტე ჟღენტმა, 19 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართეს.
შეხვედრის თემა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იყო. ელჩებმა ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ და სხვა საფრთხეებზე ისაუბრეს. როგორც დიპლომატებმა აღნიშნეს, ამ საფრთხეების დაძლევა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამეზობლო პოლიტიკის, რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებზე, ეკონომიკურ რეფორმაზე და ჩვენი ქვეყნის ,,ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივებზე.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. საჯარო ლექციას თესაუს ადმინიტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.