ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა 12 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქველმოქმედო აქცია -,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე,“- გამართეს.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. აქციის მონაწილეები მედიკოსებმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
სისხლის უანგარო დონაციის საქველმოქმედო აქციები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პერმანენტულად იმართება და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.