იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპარტაკიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიმდინარეობს. თესაუს ყველა ფაკულტეტის სტუდენტები ერთმანეთს მინიფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადბინტონსა და ფრენბურთში ეჯიბრებიან.
8 ნოემბერს ფინალური შეხვედრა მინიფეხბურთში გაიმართა. გადამწყვეტ ასპარეზობაში ერთმანეთს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრულდა.
გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები, მედლები და თესაუს ემბლემიანი მაისურები გადაეცათ.
სპორტული სპარტაკიადა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.