იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური ქვოტა შეივსო.
არჩევნებში მონაწილე 157-მა ამომრჩეველმა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, წარმომადგენლობით საბჭოში, ნანული შათირიშვილი და სალომე ძამუკაშვილი აირჩია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური ქვოტა წარმომადგენლობით საბჭოში, 2018 წლის 4ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ვაკანტური დარჩა.