23 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „INEGRITY“-ის პროგრამის ფარგლებში, პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამულ უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ პლაგიატის უარყოფით როლს და აკადემიური არაკეთილსინდისიერებით გამოწვეულ საფრთხეებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა „Turnitin“-ის მოდულის დეტალები, რომლებიც პლაგიატის აღმოჩენის ტექნიკურ საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს შეეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა.
საინფორმაციო შეხვედრები, პროექტის ფარგლებში, გარკვეული პერიოდულობით გაგრძელდება და თესაუ-ს ყველა ფაკულტეტზე ჩატარდება.
„INEGRITY“ ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრას და პრევენციას შეუწყობს ხელს.