იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო პროექტის დასკვნითი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლიტვის, ესპანეთის, ჩეხეთის, ისრაელის, რუმინეთის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის,  ახალი  პროექტები დაიგეგმა. გადაწყვეტილება 2018 წლის 7-12 ოქტომბერს მასარიკის  უნივერსიტეტში, ბრნოში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი  ჯგუფებისა და რეგიონებისათვის“ დასკვნით შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე უნივერსიტეტებმა  პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიშები წარადგინეს.  ამავდროულად,  მონაწილეებმა პროექტის ფინალურ ანგარიშზეც  იმუშავეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი ხელმძღვანელობდა.

2018 წლის 14 ოქტომბერს პროექტი  "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი  ჯგუფებისა და რეგიონებისათვის“ოფიციალურად  დასრულდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6890
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.