იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტის INTEGRITY -ის მეორე კონსორციუმის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტის INTEGRITY -ის მეორე კონსორციუმის შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და პროექტით განხორციელებული აქტივობები იქნა განხილული. საქართველოსა და საზღვარგარეთის (ბრიტანელი, ირლანდიელი, შვედი და ავსტრიელი) უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შუალედურ ანგარიშებთან ერთად სამომავლო მოქმედების გეგმები განიხილეს და შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი და პროექტის წევრი სოფიო არსენიშვილი ესწრებოდნენ. 

პროექტი მიზნად ისახავს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრას და პრევენციას  შეუწყობს ხელს. „INTEGRITY“ ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7139
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.