იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სკოლების ახალი პროექტი

    მიმდინარე სასწავლო წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად, ერთობლივ საკონფერენციო თემებს დაამუშავებენ.

    ამ ფორმით თანამშრომლობას მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე „ვისწავლოთ ერთად,“ ჩაეყარა საფუძველი.

    ექვთიმე თაყაიშვილისა და პავლე ინგოროყვას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ცხრა ერთობლივი ნაშრომი წარადგინეს.

    ერთობლივ საკონფერენციო თემებს სკოლა და უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ დაამუშავებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 10215
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.