იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტი ახალ სართაშორისო პროექტში ჩაერთო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთაშორისო პროექტში, აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY) ჩაერთო.  პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრას ვენის უნივერსიტეტმა 12-16 თებერვალს უმასპინძლა და მასში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე პროექტის ძირითად თემებთან ერთად, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში, აკადემიური კეთილსინდისიერების კუთხით, მთელ რიგ აქტივობებს ითვალისწინებს, ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის ფარგლებში გადამუშავდება აკადემიური წერის კურიკულუმები, დაინერგება პლაგიატის გამოვლენის ელექტრონული პროგრამები, მოეწყობა ტრენინგები მასწავლებელთა გადამზადებისათვის, ჩატარდება აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან  დაკავშირებული PR  კამპანია და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები როეჰემპტონის (ინგლისი), უფსალას (შვედეთი), დუბლინის (ირლანდია) და ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტები  არიან.

პროექტი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2019 წელს დასრულება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6655
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.