იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თურქული ენის შემსწავლელი კურსი თესაუში

        შავი  ზღვის  საერთაშორისო  უნივერსიტეტთან  გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში,  იაკობ  გოგებაშვილის  სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველწლიურად,   თურქული  ენის  შემსწავლელი  გაკვეთილები  ტარდება.  ენის  სრული  კურსის  გავლა   თესაუს  სტუდენტებს და თანამშრომლებს შეუძლიათ.

    ყოველი წლის ბოლოს   იმართება  ტესტირება, რომლის შედეგების მიხედვით გამოვლენილი  წარმატებული  სტუდენტები   სერტიფიკატებით და  ხშირ  შემთხვევაში,  თურქეთში უფასო  ექსკურსიით   ჯილდოვდებიან.

      მიმდინარე სასწავლო წელს   ლექციებს   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  პროფესორი  ილიას უსტუნერი უძღვებოდა.  წელს  თურქული ენის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატი   15-მა  სტუდენტმა მიიღო.

    თურქული ენის შემსწავლელი  კურსები  თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის  დაწყებისთანავე  განახლდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 8015
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.