იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს პროფესორის საჯარო ლექციები იტალიაში

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ასისტენტ-პროფესორი მედეა მეტრეველი 16 აპრილიდან 1 მაისამდე, ერასმუს +  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიაში,  ბოლონიის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.

     თესაუს პროფესორმა ლექციები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან რუსულ ენაში, თარგმნის თეორიასა და პრაქტიკაში, წაიკითხა.  მედეა მეტრეველმა, ასევე, ჩაატარა ვორქშოპები და  ბოლონიის უნივერსიტეტის  ლინგვისტიკისა და თარგმნის  სწავლების მეთოდებს  გაეცნო.

      ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილი იტალიელი რუსისტი მონიკა პეროტო, მედეა მეტრეველთან ერთად, მონაწილეობას რუსულ-იტალიური ბილინგვიზმის საკითხებზე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევაში და  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში  მიიღებს.

     თესაუში სწავლის სურვილი, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის  ფარგლებში, ბოლონიის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა გამოთქვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 9065
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.