იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს და ეროვნული არქივის ერთობლივი პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტს – „თელავი – ისტორია და თანამედროვეობა“- განახორციელებენ. ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისგან დღემდე შეუსწავლელ მასალაზე იმუშავებენ. ამ მასშტაბის კვლევა თელავის ისტორიის შესახებ პირველად ტარდება. პროექტის მიზანი უტყუარ, არქივში დაცულ პირველწყაროებზე დაყრდნობით, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის თელავის განვითარების ტენდენციების შესწავლაა.
პროექტის ფარგლებში დამუშავებული ისტორია ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებითა და დოკუმენტური მასალის გამოყენებით, აკადემიური სახით გამოიცემა.
პროექტი ერთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში თელავის ისტორიის მკვლევართა ჯგუფი ეროვნული არქივის მომსახურებით სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს.
პროექტის დასაწყებად, მხარეთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 10 თებერვალს, 12 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი მოაწერენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6649
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.