იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს დროშის დღე

14 იანვარს საქართველოს დროშის დღე აღინიშნა. ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში სტუდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები ჰიმნის თანხლებით აღმართეს.
საზეიმო ღონისძიებებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ეროვნული დროშა ლაგოდეხში, ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართეს, შემდეგ კი, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. რეგიონებიდან ჩასულ სტუდენტებს, რომელთა შორის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ, იუნკერები დახვდნენ. სტუდენტებმა მათ საქართველოს კუთხეებიდან ჩატანილი დროშები გადასცეს. ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა. გაიმართა ეროვნული დროშის ორიგინალის აღმართვის ცერემონია. პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს დროშის დღე აღინიშნა მარნეულში, ლაგოდეხში, ახმეტაში. ყაზბეგში, შინდისში, ბოლნისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ენგურის ხიდდთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან.
საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მიიღეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7418
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.