იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი ,,იუნესკოს“ სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების შესახებ

      2021 წლის 25-29 სექტემბერს,   ბულგარეთის ქალაქ ვარნაში,  შავი ზღვის აუზის პროექტის- ,,BSB831 HERIPRENEURSHIP"-,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე“ -ის ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების გარდა,  ბულგარეთიდან  სხვა დაინტერესებული მხარეებიც  დაესწრნენ.

       პროექტის მონაწილეებმა,  როგორც პროექტის  ერთ-ერთი გეოლოკაცია, იუნესკოს მიერ დაცული ძეგლი ,,ნესებარი“ მოინახულეს,   ოფიციალურ ტურიზმის ,,ექსპოს“ გახსნას ადგილზე დაესწრენენ და  სხვადასხვა  ქვეყნების წარმომადგენლებისგან პრეზენტაციები მოისმინეს.  

        შეხვედრის ბოლო დღე  სასწავლო ვიზიტის შეფასებას დაპროექტის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას დაეთმო. 

       პროექტის პარტნიორები არიან: კავალას განვითარების სააგენტო (საბერძნეთი), ,,დანუბე“- შავი ზღვის უნივერსიტეტთა ფონდი (რუმინეთი), ბულგარეთის ,,შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლების კავშირი“, მოლდოვას ,,ეროვნული ტურიზმის ასოციაცია“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თურქეთის  ,,აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის განვითარების სააგენტო“.

       საქართველოს წარმომადგენლობა,  კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების  და იმ რეალობის  გათვალისწინებით, რომ  ბულგარეთს საქართველო  ,,წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი, შეხვედრას ონლაინ ფორმატში დაესწრო.   

 
მნახველთა რაოდენობა: 8825
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'