იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
UNICEF-სა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30  ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი ეწვია.

     სტუმარს თესაუს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი,  შეხვდა   და თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მიღწევებზე და სამომავლო საქმიანობაზე ესუბრა.  საუბარი, ასევე, შეეხო UNICEF-თან თანამშრომლობის ისტორიას და  სამომავლო საქმიანობის ძირითად ასპექტებს.

       შეხვედრაზე  UNICEF-სა და თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია,  ბავშვთა უფლებების ცენტრის დაფუძნებისა და გაძლიერების გზით, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა. მხარეები,  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების გამართვასა და სხვა აქტივობებს  გეგმავენ.

დასასრულს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბატონმა ღასან ხალილმა, ბავშვთა უფლებების კაბინეტი დაათვალიერეს, რომლის სრული ტექნიკური აღჭურვა UNICEF-მა განახორციელა.

 
მნახველთა რაოდენობა: 10011
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.