იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Integrity) -პროექტის მენეჯმენტის დასკვნითი შეხვედრა

   6-7ოქტომბერს ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“(Integrity) ფარგლებში,  პროექტის მენეჯმენტის დასკვნითი შეხვედრა ონლაინ- ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა  პროექტის, როგორც ქართველმა, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა  მიიღეს.

      ყველა მონაწილე ქართულმა უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა, ევროპულმა უნივერსიტეტები კი, აუდიტორიას პროექტის შედეგების მდგრადობის ხელშეწყობის შესახებ  ესაუბრნენ.  

   შეხვედრაზე  პრეზენტაცია Turnitin-ის წარმომადგენელმაც წარადგინა და საზოგადოებას  ის სიახლეები გააცნო, რაც  უკვე დაინერგა ან მსგავსების აღმომჩენ პროგრამულ უზრუნველყოფაში ჯერ ისევ  დანერგვის პროცესშია.

     პროექტის მეორე სამუშაო დღე პროექტის ფინალურ ანგარიშს, ასევე, უკვე განხორციელებულ და ახლო მომავალში დაგეგმილ ფინანსურ აქტივობებს მიეძღვნა.

    პროექტი Integrity ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური პატიოსნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 10168
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.