იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნივერსიტეტის როლი რეგიონულ განვითარებაში, უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი

კურსის აღწერა

კურსიუნივერსიტეტის როლი რეგიონულ განვითარებაში, უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი”, განიხილავს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონში არსებულ საწარმოებს და როგორ თანაცხოვრობენ ისინი რეგიონის განვითარებისთვის. მთავარი თემა იქნება კავშირი უნივერსიტეტსა და გარე საზოგადოებას შორის, როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლება და ინდუსტრიები.

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტის როლის შესახებ რეგიონულ განვითარებაში, ევროპული პრაქტიკის გაზიარებისა და ცოდნის ჩამოყალიბება უმაღლეს სასწავლებელსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიდგომებთან დაკავშირებით ( ხელისუფლება და ბიზნეს სექტორი).

სამიზნე ჯგუფი:

კახეთის ადგილობრივი სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტნიორი ბიზნეს ინდუსტრიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პერსონალი (მონაწილეების მრავალფეროვნება მისცემს კურსის ხელმძღვანელს შესაძლებლობას წარმართოს დისკუსია სხვადასხვა პერსპექტივიდან)

 

სწავლის მოსალოდნელი შედეგები:

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშიროს მიერ თანადაფინანსებულ პროექტის RURD-ის შესახებ

შესაძლებლობა ექნებათ გაიაზრონ უნივერსიტეტის როლი რეგიონულ განვითარებაში უსდ-ის პერსპექტივიდან

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გადააფასონ უსდსა და მათ ორგანიზაციებს შორის უკვე არსებული ურთიერთდამოკიდებულების მოვალეობები და პასუხისმგებლობები

მონაწილეებს შეექმნებათ წარმოდგენა უნივერსიტეტის  სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, როგორც უნივერსიტეტის მესამე მისია/ მისი დადებითი გავლენა რეგიონულ განვითარებაზე

დიდაქტიკური მიდგომა

მოსამზადებელი სამუშაოები:

მონაწილეებს წინასწარ მომზადებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, მათი უნიერსიტეტთან არსებული კავშირების შესახებ. 

  კურსის მსვლელობის  დროს:

მონაწილეებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ  დისკუსიაში

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მენტიმეტრი

შინაარსი:

1. RURD პროექტის პრეზენტაცია 

2. კონკურენტუნარიანობა, სტრატეგიული მენეჯმენტი, ქალაქების/რეგიონების სტრატეგიული ბრენდინგი და იმიჯი

3. უნივერსიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინდუსტრიის პარტნიორებს შორის ურთიერთქმედების სხვადასხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გაგება

4.ბარიერები და გამოწვევების ანალიზი უნივერსიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ინდუსტრიის პარტნიორებს შორის თანამშრომლობისთვის

5. პრაქტიკული და სტრატეგიული მიდგომები ახალი კავშირების დასამყარებლად როგორც ონლაინ, ისე პირისპირ, და აგრეთვე უკვე არსებული ურთიერთობების შენარჩუნება

6. რა არის სოციალური პასუხისმგებლობა ზოგადად და კონკრეტულად უნივერსიტეტისთვის.

კითხვები და დისკუსია

კურსის შემდეგ

მონაწილეებს ეთხოვებათ გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთ ორგანიზაციაში კურსზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ

კურსის ბოლოს მონაწილეებს ეძლევათ დასწრების სერთიფიკატი.

 
მნახველთა რაოდენობა: 7944