იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სიახლე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის

ორგანიზაცია ,,ტურიზმი&რეალობა" იწყებს საავტორო პროექტის ,,საქართველოში – ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა/პროფესორთა დაჯილდოების ცერემონიალი"/”Tourism Scholars – Tourism Reality Awards, 2016" განხორციელებას. ღონისძიება ჩატარდება 2016 წლის 24 ივლისს,  16:00, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროს/დარგის წარმომადგენლებს (თეორეტიკოსები/პრაქტიკოსები). ასაკი შეზღუდულია: 55 წლიდან 80 წლის ჩათვლით.

პროექტის მონაწილეების შერჩევა მოხდება ,,სავალდებულო და არჩევითი კრიტერიუმების“ საფუძველზე; კონკურსანტისათვის სავალდებულო კომპონენტია აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის (PhD/საკანდიდატო დისერტაციის დაცვა, სადოქტორო დისერტაციის დაცვა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო არჩევითი კომპონენტიდან იგი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე ერთ კომპონენტს, როგორიცაა:

სამეცნიერო მოღვაწეობის არანაკლებ 10 წელი. 

პედაგოგიური სტაჟი არანაკლებ 10 წლისა.

მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში. 

საგრანტო/სახელშეკრულებო (საერთაშორისო) პროექტებში მონაწილეობა.

სასწავლო-მეთოდური საქმიანობა (სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, სალექციო კურსის, მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი ან თანაავტორი).

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (პუბლიკაციები რეფერირებად-იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში).

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგი ქვეყნის ფარგლებში/ქვეყნის გარეთ.

თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან. 

პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების ავტორები და ხელმღვანელები.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები  თანაორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციების:  ,,ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება" და ,,აღმოაჩინე საქართველო"-ს ხელმძღვანელი პირები: ბატონი გიორგი კვეზერელი და ქალბატონი ნინა კეკელიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკა დევიძე, მობ: 593 25 35 44, ელ.ფოსტა:  edevidzeproject@gmail.com

დამატებითი დეტალები და სიახლეები გამოქვეყნდება პერიოდულად შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/Tourism-Scholars-Tourismreality-Award-464132160378278/

 
მნახველთა რაოდენობა: 6586
 
 
 
 
    2024 მაისი
    1

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.