იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამართლის სპეციალობის სტუდენტების საყურადღებოდ!

2024 წლის 22 მარტს 12 საათზე , უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, ჩატარდება საქათველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნულ შეჯიბრს ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერთი და იმავე უმაღლესი. საგანმანათლებლო დაწესებულების სამი წევრისაგან შემდგარ გუნდებს, რომლის წევრები სწავლობენ სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე.

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, სიმულაციის ფორმით, ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის სასწავლო ბაზაზე. შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან (თბილისი-ყვარელი), განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

პროექტის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება, სტუდენტური საკონტაქტო ქსელის შექმნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1715
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.