იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაციის შესახებ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 4-22 სექტემბერი. რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 211-ე ოთახში.
პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი);
2. სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული);
3. ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
4. მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის);
5. naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი;
6. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
7. პირი თუ არასრულწლოვანია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციისა - უნდა მობრძანდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
მნახველთა რაოდენობა: 2768
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.