იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 მარტს აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

1.1 ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

 

) ინგლისური ენის  მიმართულებით

  • ასოცირებული პროფესორის 1 (ერთ)  საშტატოერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • 2(ორი) ფოტოსურათი
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ

 

 კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

 

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·     ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6(ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.

 

შენიშვნა:

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;

 

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით  დამოწმებული სახით;

 

·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

 

შენიშვნა:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა   უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი  ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით (მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების კონცეფციით;

·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15)აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულებისმიხედვით;

·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2022 წლის 18 აპრილს და დასრულდება 2022 წლის 22 აპრილს;

·       საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსში, II  სართულზე, 214 ოთახში, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე; ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს დისტანციურად/ელექტრონულად. ასეთი ვითარების  არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით უნდა გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (. ხმალაძე) მის სამსახურებრივ  ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

·       კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ 2022წლის 26აპრილი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

 

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 4034
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.