იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის 13 აგვისტოს  აცხადებს კონკურსს  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად აგრარული, განათლების, ჰუმანიტარული და კავკასიის შემსწავლელი კვლევების მიმართულებებით.

გამოყოფილი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული მიმართულებისათვის  შეადგენს:  

  • აგრარული მეცნიერებები - 65000 ლარი;
  • განათლების მეცნიერებები -15000 ლარი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები - 15000 ლარი;
  • კავკასიის შემსწავლელი კვლევები - 15000 ლარი.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2021 წლის 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე  უნივერსიტეტის კანცელარიაში  დალუქული კონვერტით (გარდა ,,განცხადებისა“) ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ“            დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის  შესახებ იხ. ბმულზე_დებულება  ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების შესახებ“

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონკურსის გამოცხადება: 13 აგვისტო;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება: 20 აგვისტო - 30 აგვისტო;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა: 31 აგვისტო - 3  სექტემბერი;
  • აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელთა პრეზენტაციების მოსმენა: 6- 7 სექტემბერი;
  • შერჩეული და მოწონებული პროექტების გარე ექსპერტებისათვის შესაფასებლად გადაცემა და შეფასება: 8 - 14 სექტემბრი;
  • წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება:  20 სექტემბერი;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 20-25 სექტემბერი.
 
მნახველთა რაოდენობა: 4432
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.