იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 23-24 ოქტომბერი, 2021 წ. ქუთაისი, საქართველო

ორგანიზატორი: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

კონფერენცია ეძღვნება ქართველ საოგადო მოღვაწეს, დრამატურგსა და პუბლიცისტს, ბარბარე ჯორჯაძეს.

კონფერენციის ძირითადი თემა: "კახეთი".

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ყოველწლიური ქართველოლოგიური

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: საქართველოს  

 კულტურულ მემკვიდრეობას, ენათმეცნიერებას, ქართველი ერის ეთნიკურ და პოლიტიკურ ისტორიას, ზეპირსიტყვიერებას, განათლებას, ბიბლიოთეკათმცოდნეობას.

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი განსახილველად მიიღებს მხოლოდ იმ მოხსენებას,

რომელიც შეეხება საქართველოს ერთ-ერთ მხარეს - კახეთს; კერძოდ, კახეთში დაბადებულ მოღვაწეთა როლს საქართველოს

პოლიტიკურ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ისტორიაში, კახეთში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, კახეთის ეთნორაფიულ მახასიათებლებს, კახურ მეტყველებას, ფოლკლორს, კახეთში დაცულ სამუზეუმო ექსპონატებს, კახეთში არსებულ ს

აგანმანათლებლო კერებს, ბიბლიოთეკებს და სხვ.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი გამონაკლისს დაუშვებს მხოლოდ უცხოელი მეცნიერის

ქართველოლოგიური ხასიათის ნაშრომისათვის.

კონფერენციის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა (იხ. დანართი).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2021 წლის 20 სექტემბერი

ავტორებისათვის კონფერენციაზე თემის დაშვების შეტყობინების დრო:  2021  წლის 25 სექტემბერი

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  2021 წლის 23-24 ოქტომბერი

 

სარეგისტრაციო თანხა – 50 ლარი (რომელიც არის „წელიწდეულში“ ნაშრომის დაბეჭდვის თანხა. კონფერენციის მონაწილის ღამისთევის, ექსკურსიისა და კვების თანხას გაიღებს მასპინძელი ორგანიზაცია). მონაწილემ სარეგისტრაციო თანხა  უნდა გადარიცხოს 10.10. 2021-მდე შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, ანგ. N 742887519. თანხის დანიშნულებაში მიეთითოს: XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა, 2021, ქუთაისი.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის "წელიწდეულში".

ნაშრომის გაფორმების წესი: A4 ფორმატის 1,5 ნაბეჭდი ტექსტი, მინდვრები - ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ - 3 სმ, მარცხნივ - 1,5 სმ; სტატიის მოცულობა - არა უმეტეს 8 გვერდისა გამოყენებული ლიტერატურით. თან უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (უცხოურენოვანი სტატიის შემთხვევაში - ქართულ და ერთ-ერთ უცხო ენაზე მინიმუმ 1 000 სიმბოლო). სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS-Word) ჩაწერილი. ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა 12, ინგლისური და რუსული ტექსტები Times New Roman, ზომა 12. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა

იყოს JPG ფორმატში. მომხსენებლის სახელი და გვარი (პირველი გვერდის მარჯვენა კუთხეში) – ზომა 14; სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო ადგილი, (მარჯვენა კუთხეში) – ზომა 10; ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური ცენტრში, ზომა 14.             წყაროს დამოწმების ნიმუში: ტექსტში: (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ. 23). დამოწმებულ ლიტერატურაში: ჯავახიშვილი 1908ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტფ., 1908.

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება! 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ნაშრომის  ელექტრონული ვერსიები შემდეგ მისამართზე: k.library1873@gmail.com; საკონტაქტო პირი:  რიტა წაქაძე, ტელ:  (+995) 593 377 969,  (+995) 595 21 27 21, ritusia1@rambler.ru

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტები:

ქუთაისი. 4600.  ლილი ნუცუბიძის ქ. №1 ტელ.: (+995 431) 24 56 80; E-mailk.library1873@gmail.com  

 

დანართი

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 23-24 ოქტომბერი, 2021 .

ქუთაისი,  საქართველო 

სახელი, გვარი ..............................................................................................................................................

აკადემიური თანამდებობა ........................................................................................................................

სამეცნიერო წოდება ....................................................................................................................................

სამუშაო ადგილი .........................................................................................................................................

მოხსენების სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე) .....................................................................

..........................................................................................................................................................................

………………………………………………………………………………………………………………..

თეზისები: 1000 ერთეული

......................................................................................................

.....................................................................................................

....................................................................................................

....................................................................................................

.....................................................................................................

.....................................................................................................

.....................................................................................................

.....................................................................................................

....................................................................................................

...................................................................................................

.....................................................................................................

...................................................................................................

....................................................................................................

.....................................................................................................

...........................................................................................................................

 

ტელეფონი .........................................................

E-mail  .................................................................

 

მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი, ლეპტოპი და .) ...........................................................................................................................................................

საჭიროებთ თუ არა სასტუმროში დაბინავებას:

განაცხადი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: k.library1873@gmail.com; საკონტაქტო

პირი: რიტა წაქაძე, ტელ:  (+995) 593 377 969, (+995) 595 21 27 21, ritusia1@rambler.ru 

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

 
მნახველთა რაოდენობა: 4612
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.