იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გამოცხადდა კონკურსი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე.

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 21 მაისს (10:00 სთ-დან-14:00 სთ-მდე) შესაბამის ფაკულტეტზე.

  • კანდიდატთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2021 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით და გაგრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების დასრულების შემდეგ, კერძოდ, 13 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით.

  • კანდიდატთა განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, ოთახი N207, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;

  • კანდიდატებმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ფაკულტეტიდან დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5109