იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შიდა მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: ა) შიდა მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტთათვის განცხადების წარდგენის ვადები განისაზღვრა 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით; ბ) სტუდენტთა შიდა მობილობის შედეგები წარმოადგენილი იქნება 2021 წლის 18 თებერვალს. გ) ბოლო ვაკანტურ ადგილზე, კონკურენციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეტი ქულა აქვს მიღებული; დ) სტუდენტის პრიორიტეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში დაფინანსების მოპოვება განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შიდა მობილობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • განცხადება; 
  • ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • სწავლის შეწყვეტის, შეჩერების  დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სასწავლო ბარათის ასლი;
  • ატესტატის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • 50 ლარიანი ქვითარი (სოციალურად დაუცველის გარდა).

განცხადების ფორმა

თესაუს საბანკო რეკვიზიტები

განისაზღვრა რეგისტრაციის ვადები 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით გადმომსვლელ პირთათვის

 
მნახველთა რაოდენობა: 5380
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.