მასტერკლასს პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი და ფილოლოგი ციცი ხაზიური გაუძღვება.
ვებინარი და მასტერკლასი ითვალისწინებს ჯგუფურ თერაპიას და ფსიქოლოგიურ კორექციას მხატვრული ტექსტის დახმარებით.
შეხვედრა შედგება 25 აპრილს, 14.00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, II სართულზე, 216- ე აუდიტორიაში.
"ლიტერატურული კლუბის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო გოგიაშვილი.