თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე!
ვებინარი თემაზე - კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები  პანდემიის პირობებში

საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და  იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ავიაკომპანია "კატარის ავიახაზები" თელავის  უნივერსიტეტის  სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს თემაზე - "კატარის ავიახაზების" უსაფრთხოების ზომები  პანდემიის პირობებში". 

პრეზენტაცია შეეხება "კატარის ავიახაზების" უსაფრთხოების ზომებს პანდემიის პირობებში, სადაც განხილული იქნება ისეთი  საკითხები, როგორებიცაა: რეპატრიაციული ფრენები, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, მდგრადი და მწვანე  ავიახაზი, უმაღლესი სტანდარტების  საჰაერო ხომალდები, სტუდენტური კლუბის პროგრამა   მოგზაურებისთვის, გლობალური ტურიზმის აღდგენა.

შეხვედრას გაუძღვება კატარის ავიაკომპანიის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორი ეკა კაკაურიძე. ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან  საქართველოს ტურიზმის ასოციაციის  წარმომადგენლები.

ლექცია 4 ივნისს 18:00 საათზე, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში გაიმართება.  

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია  მითითებულ ბმულზე: https://meet.google.com/qkr-jahv-fxh

 
მნახველთა რაოდენობა: 122
 
 
 
 
    2021 ივნისი
    1

    2

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.