იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
ჰორიზონტი ევროპას ტრენინგების სერია

23, 24, 27 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისათვის ჰორიზონტი ევროპას ტრენინგების სერია ჩატარდა.

ტრენინგები მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის მკვლევართა საერთაშორისო კვლევით სივრცეში ინტეგრაციისა და ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

ტრენინგი 1 - ORCID: როგორ გავზარდოთ ჩვენი კვლევების საერთაშორისო ხილვადობა. მონაწილეები გაეცნენ ORCID-ის მნიშვნელობას, კვლევითი შედეგების ხილვადობის გაზრდასა და პროფესიული პროფილის ეფექტიან მართვას. ტრენინგი მოიცავდა ORCID პროფილის შექმნისა და განახლების პრაქტიკულ სამუშაოს.

ტრენინგი 2 - EU Funding & Tenders Portal: მკვლევრის პროფილის შექმნა და პარტნიორების ძიების ინსტრუმენტის გამოყენება. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს EU Funding & Tenders Portal-ზე მკვლევრის პროფილის შექმნა და სრულყოფა, ასევე პარტნიორების ძიების ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო კვლევით კონსორციუმებში ჩართვისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსაძიებლად.

ტრენინგი 3 - ჰორიზონტი ევროპას საპროექტო განაცხადის მომზადების ძირითადი ასპექტები. მონაწილეებმა განიხილეს Horizon Europe-ის საპროექტო განაცხადის ძირითადი ეტაპები და სტრუქტურა, შეფასების კრიტერიუმები და კონკურენტუნარიანი განაცხადის მომზადების პრაქტიკული მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განაცხადის B ნაწილის მომზადებასა და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებას.

ტრენინგებს უძღვებოდნენ:

ასოცირებული პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი – ჰორიზონტი ევროპას საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი

ასოცირებული პროფესორი შალვა ჭკადუა – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში

ტრენინგების სერია ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი და სამეცნიერო პროექტის წერის კომპეტენციების გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას და ჰორიზონტი ევროპასა თუ სხვა ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში აქტიური მონაწილეობას.

 
მნახველთა რაოდენობა: 8