რა უნდა იქონიოს თან სტუდენტმა სემესტრულ გამოცდაზე?
სტუდენტმა სემესტრულ გამოცდაზე უნდა იქონიოს სტუდბილეთი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
რა შემთხვევაში დაიშვება სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე?
I, II, III კურსის სტუდენტმა სემესტრის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 21 ქულა, ხოლო IV კურსის სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 11 ქულა, (დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა), რათა მოიპოვოს გამოცდაზე გასვლის უფლება.
რა შემთხვევაში დაიშვება სტუდენტი განმეორებით გამოცდაზე?
განმეორებით გამოცდაზე გასასვლელად სტუდენტმა სემესტრის განმავლობაში და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასებით უნდა დააგროვოს მინიმუმ 41 ქულა.
დასკვნით გამოცდაზე არ გამოცხადების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი?
თუ სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით (მაგ., ავადმყოფობის გამო), მან უნდა მიმართოს დეკანატს განცხადებით და დაურთოს შესაბამისი ცნობა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სტუდენტი დაიშვას გამოცდზე დამატებით სასესიო პერიოდში.
რა ეკრძალება სტუდენტს გამოცდის მიმდინარეობისას?
სემესტრული გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის, პეიჯერის, ყურთსასმენის ქონა;
  • გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ე.წ. ,,შპარგალკის“ გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა სტუდენტებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.

ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა, თუ მას გამოცდის მიმდინარეობისას შეექმნა რაიმე ტიპის პრობლება?
ნებისმიერი სახის პრობლემის შექმნისას სტუდენტმა უნდა მიმართოს მეთვალყურეს/ საგამოცდო ცენტრის უფლებამოსილ პირს.
გამოცდის მსვლელობისას რა შემთხვევაში მიიღებს სტუდენტი გაფრთხილებას/ მოიხსნება?

  • სემესტრული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღევევის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრხილებას, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში, მოიხსნება გამოცდიდან;
  • სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, თუ მას გამოცდის მიმდინარეობისას მეთვალყურემ/საგამოცდო ცენტრის უფლებამოსილმა პირმა აღმოუჩინა ე.წ. ,,შპარგალკა“;
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის შემთხვევაში სტუდენტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდიდან მოხსნილი სტუდენტის ნაშრომი არ გასწორდება.
რა ვადებში ქვეყნდება გამოცდების შედეგები?
სემესტრული გამოცდების შედეგები ქვეყნდება გამოცდის ჩატარებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
როდის ენიჭება სტუდენტს კრედიტი საგანში?
სტუდენტს საგანში კრედიტი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების ჯამი შეადგენს მინიმუმ 51 ქულას.

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.