- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული. იგი წარმართავს თავის საქმიანობას “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების და შესაბამისი დებულების მოთხოვნის თანახმად. სამსახურის ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევის, სტუდენტთა ცოდნის და აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასების თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვის გზით. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. სამსახურის სტრუქტურა:
უნივერსიტეტის სამსახურის ხელმძღვანელის სპეციალისტების შტატებს და ხელფასებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელებს ირჩევს და ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი, რომელსაც არ უკავია სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა და არ არის სხვა სამსახურის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა ხდება 4 წლის ვადით; ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეული იქნეს სამსახურის ხელმძღვანელად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელების შტატებს და ხელფასებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი. ფაკულტეტის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის სამსახურის წევრი. სამსახურის ფუნქციები:
|
|
სწრაფი ბმულები